• ენა

ისტორია

ჩვენი ფირმა შ.პ.ს "სათამაშოები ჰოლანდიიდან" აწარმოებს სათამაშოების იმპორტს ჰოლანდიიდან საქართველოში 1998 წლიდან.

რეალიზაციის დინამიურმა ზრდა-განვითარებამ შეგვძინა ახალი პარტნიორები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საბითუმო გაყიდვა: სათამაშოების, სუვენირების და სახლის დეკორაციების, 2010 წლიდან ასევე ველოსიპედების, ნებისმიერი ასაკის მომხარებლისთვის. 2016 წლიდან შექმენით პირველი ინტერნეტ-მაღაზია სათამაშოების და დეკორის მიმართულებით.  

პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია ადგილზეც, სამუშაო დღეებში: 10:00 - 18:00, კვირა დღის გარდა.

კომპანიის მთავარი ამოცანაა: მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქციის შეთავაზება, ეკოლოგიურად სუფთა, ლიცენზირებული, ევროპული ხარისხი და დაბალი ფასები, აგრეთვე მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი (რომელიც ამჟამად 5000-ზე მეტია) რაც განაპირობებს მის დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

 

ჩვენი სათამაშოებით როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებულით, წარმატებულად თამაშობენ, ჰოლანდიელი, ასევე ქართველი ბავშვები.